Logo
footer illustration

თელიანი ქოლექშენი

“თელიანი ველმა” და არტიზან მეღვინეებმა ძალები გააერთანეს, რათა მსოფლიოს რჩეული და იშვიათი ღვინოები გააცნონ.


“თელიანი ქოლექშენი“ სხვადასხვა ნიშნით შერჩეულ ღვინოებს თავს მოუყრის და წლის განმავლობაში რამდენიმე კოლექციად წარადგენს.

პროექტის მიზანი მცირე მარნებთან, უცნობ მეღვინეებთან თანამშრომლობა, გამორჩეული და იშვიათი ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინოების აღმოჩენა და მსოფლიოსთვის წარდგენაა.

თელიანი ქოლექშენისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან გამორჩეულ, იშვიათ ღვინოებსა და საინტრესო მეღვინეებს მოვიძიებთ და გავაერთიანებთ. 8000 წლიანი ისტორიის მქონე ქართულ ღვინოს მსოფლიოს ერთად გავაცნობთ.

საგულდაგულოდ შერჩეული, საკოლექციო ღვინოები ლიმიტირებული რაოდენობით გამოვა. თითოეული ღვინის ბოთლი გაგვაცნობს მეღვინეს და მის ისტორიას მოგვითხრობს.

home article first illustration

პროექტის შესახებ

“Teliani Collection” - პროექტი მცირე მარნებისა და ქართველი მეღვინეებისთვის, "თელიანი ველმა" 2019 წელს დაიწყო.

ამავე პროექტისთვის შექმნილი ბრენდი "ღვინის ხალხი", წლის განმავლობაში საინტერესო და გამორჩეული ღვინის რამდენიმე კოლექციას, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ წარადგენს.

საკოლექციო ღვინოები სხვადასხვა ნიშნით შეირჩევა: ადგილწარმოშობის დასახელება, ქალი მეღვინეები, სხვადასხვა კუთხის მარნები, ვაზის ძველი ქართული ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები და სხვა.

მცირე მარნების წარმომადგენლებსა და მეღვინეებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ წამყვან უცხოელ სპეციალისტებს, გაიზიარონ მათ ცოდნა და გამოცდილება.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პროფესიონალ, ასევე დამწყებ მეღვინეებს.


დაგვიკავშირდით
დაგვიკავშირდით

ღვინის ხალხი

"თელიანი ქოლექშენი" მცირე მარნებისა და უცნობი მეღვინეების საინტერესო ღვინოებს ერთი ბრენდის - "ღვინის ხალხის" ქვეშ აერთიანებს.

"ღვინის ხალხის" თითოეული ბოთლი გვაცნობს მეღვინეს და გვიყვება მის ისტორიას.

პირველ კოლექციაში ბოლნური გამორჩეული ღვინოები არის წარმოდგენილი.

ბოლნისი, რომელსაც ღვინის წარმოების კულტურასთან 8000 წლიანი ისტორია აკავშირებს, ქართული ღვინის რუკაზე მეოცე ადგილწარმოშობის დასახელებად არის მონიშნული. აქაური მეღვინეები საინტერესო ღვინოს აყენებენ, რომელსაც ღვინის მოყვარულები და ენთუზიასტები "ღვინის ხალხის" პირველ კოლექციაში აღმოაჩენენ.


ღვინის ხალხი
მეტი
მეტი
ღვინო

ღვინო

აღმოაჩინე "თელიანი ქოლექშენის" ქართული გამორჩეული ღვინო.

მეტი