
„ღვინის ხალხის“ პირველი კოლექცია - 10 რჩეული ბოლნური ღვინო
თბილისის ღვინის მუზეუმში 20 თებერვალს თელიანი ველის ახალი პროექტის “Teliani Collection”-ის პრეზენტაცია გაიმართა.სტუმრებს საშუალება ქონდათ დაეგემოვნებინათ ღვინო და გასაუბრებოდნენ პროექტის მონაწილე მეღვინეებს. “Teliani Collection”თელიანი ველის ახალი პროექტია, რომელიც იშვიათი და რჩეული ღვინოების კოლექციას ერთი ბრენდის - „ღვინის ხალხის“ ქვეშ აერთიანებს. „ღვინის ხალხის“ ლიმიტირებული კოლექციის თითოეული ბოთლი გვაცნობს მეღვინეს და მის ისტორიას მოგვითხრობს