ბექა კიკნაძე
ქართლი

ბექა კიკნაძე
ქართლი
36 წლის მხატვარმა, ბექა კიკნაძემ აღმოაჩინა, რომ მისი ნამდვილი მისწრაფება მეღვინეობაა, რომელიც კარგად შეისწავლა და 2023 წელს ღვინო პირველად დააყენა. ბექას ფავორიტი ღვინო ბუდეშური საფერავია, რომელიც 70 წლიან ვენახებში, სოფელ წაღვლში მოყვანილი ყურძნისგან დაამზადა. „თელიანი ქოლექშენის“ პროექტში მონაწილეობა მისთვის საკუთარი ღვინის მსოფლიოსთვის გაცნობის შესაძლებლობაა.