ცოტნე ნადირაშვილი
იმერეთი

ცოტნე ნადირაშვილი
იმერეთი
22 წლის მეღვინე ცოტნე ნადირაშვილი მეღვინეობით ადრეული ასაკიდან იყო გატაცებული. პირველად ღვინო 13 წლის ასაკში, ბაბუასთან ერთად საკუთარ ვენახში მოწეული ყურძნისგან დააყენა, ღვინისადმი ინტერესი მას შემდეგ გაუმძაფრდა და მოგვიანებით პროფესიადაც აქცია. ცოტნეს სამომავლო გეგმად საკუთარი მარნის გაფართოება და უძველესი ქართული ჯიშის ყურძნის კულტივაცია აქვს.