ღვინო
თეთრი ბლენდი 2021, ბოლნისი
ეს ღია ჩალისფერი ღვინო, ბოლნისში მოწეული ჩინურისა და რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან კლასიკური მეთოდით არის დამზადებული. ღვინო ხალისიანი მჟავიანობით, მწიფე თეთრი ხილის და ჩირის არომატებით გამოირჩევა. პროფესიით ეკონომისტმა იოსებ მუხიგულაშვილმა, ბოლნისში წინაპრების ვენახი აღადგინა და 2018 წლიდან ღვინოს საკუთარ მარანში აყენებს.
- თეთრი მშრალი
- 2021
- Alc. 12.8%
- Batch No: 1068