ღვინო
მუხამწვანე

ქარვისფერი ქვევრის ღვინო „მუხამწვანე“ ქართლიდან. ქართლის ეს ტერუარი - ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგით, ნოტიო-სუბტროპიკული ჰავითა და უხვი მზის სინათლით მუხამწვანეს ჯიშურ თავისებურებებს იდეალურად ავლენს. ეს სხეულიანი ღვინო სასიამოვნო ტანინებით, ფორთოხლის ცედრის, ატმისა და ტროპიკული ხილის არომატებით, 35 წლის მხატვარმა, ბექა კიკნაძემ სოფელ ალში, მუხამწვანეს 70 წლიან ვენახში მოწეული ყურძნისგან დაამზადა.
- ქარვისფერი მშრალი
- 2023
- Alc. 12.3%
- Batch No: 1057