Logo
footer illustration

ღვინო

შავკაპიტო

შავკაპიტო

შავკაპიტო

წითელი, ქვევრის ღვინო „შავკაპიტო“ ოკამის მიკროზონიდან. ქართლის რეგიონის ამ ტერუარის მშრალი სუბტროპიკული ჰავა, თბილი დღეები და გრილი ღამეები, შავკაპიტოს ჯიშის ყურძენს სიმწიფესთან ერთად მჟავიანობას უნარჩუნებს და ღვინოში ყურძნის ჯიშურ არომატებს იდეალურად ავლენს. ეს ჰარმონიული ღვინო ელეგანტური ტანინებით, ჟოლოს, ტყის მარწყვისა და მწიფე ხილის მდიდარი არომატებით, ახალგაზრდა კინორეჟისორმა, გიორგი გელაშვილმა საოჯახო მარანში დააყენა.

  • წითელი მშრალი
  • 2023
  • Alc. 12.2%
  • Batch No: 1358