Logo
footer illustration

სიახლეები

ProWein 2024 – მეღვინეობა „თელიანი ველის“ მასშტაბური წარდგენა საერთაშორისო გამოფენაზე

ProWein 2024 – მეღვინეობა „თელიანი ველის“ მასშტაბური წარდგენა საერთაშორისო გამოფენაზე

გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში,10-12 მარტს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების გამოფენა ProWein 2024 გაიმართა.

მეღვინეობამ „თელიანი ველი“ საერთაშორისო გამოფენაზე ProWein 2024 წელს პირველად ვიზიტორებს საკუთარ სტენდთან უმასპინძლა.

„თელიანი ველი“ საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის სათავეში დგას და მსოფლიოსთვის ქართული ღვინის გაცნობას აგრძელებს.  მეღვინეობა ყოველწლიურად მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებში, ღვინოს წარადგენს ევროპაში, აზიასა და ამერიკაში გამართულ ღონისძიებებზე. მასშტაბური საერთაშორისო გამოფენები ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას და საექსპორტო ბაზრების განვითარებას.

ტრადიციულად, თელიანი ველი გამოფენაზე გამორჩეული ასორტიმენტით და სიახლეებით წარსდგა. გერმანიაში მეღვინეობის ახალი პარტნიორია უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანია Mack & Schuhle.

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში კომპანიის წარმომადგენლობა- Teliani Europe GmbH ქართული ღვინის დისტრიბუციასა და პოპულარიზაციაზე 2021 წლიდან აქტიურად მუშაობს.

თელიანი ველი Mack & Schuhle-სთან პარტნიორობის ფარგლებში პრემიუმ სერიის Winery97 და გლეხურის ქვევრის ღვინოებს HORECA სექტორში, ხოლო სპეციალურად გერმანიისთვის შექმნილ ბრენდებს 8K და Georgia Gorgeous-ს კი საცალო არხებში განავითარებს.

წელს დიუსელდორფში ProWein-ის  30-ე, საიუბილეო გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე მსოფლიოს 65 ქვეყნიდან, 5400-მდე მეღვინეობა იღებდა მონაწილეობას, საქართველოდან კი ქართული ღვინის მწარმოებელი 30-ზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი.

გამოფენის სტუმრებს, ღვინის პროფესიონალებსა და მოყვარულებს, სამი დღის განმავლობაში ქართული ღვინის დაგემოვნებისა და შეფასების შესაძლებლობა ჰქონდათ.