თელიანი ქოლექშენი
“თელიანი ველმა” და არტიზან მეღვინეებმა ძალები გააერთანეს, რათა მსოფლიოს რჩეული და იშვიათი ღვინოები გააცნონ.
“თელიანი ქოლექშენი“ სხვადასხვა ნიშნით შერჩეულ ღვინოებს თავს მოუყრის და წლის განმავლობაში რამდენიმე კოლექციად წარადგენს.
პროექტის მიზანი მცირე მარნებთან, უცნობ მეღვინეებთან თანამშრომლობა, გამორჩეული და იშვიათი ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინოების აღმოჩენა და მსოფლიოსთვის წარდგენაა.
"თელიანი ქოლექშენისთვის" საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან გამორჩეულ, იშვიათ ღვინოებსა და საინტრესო მეღვინეებს მოვიძიებთ და გავაერთიანებთ. 8000 წლიანი ისტორიის მქონე ქართულ ღვინოს მსოფლიოს ერთად გავაცნობთ.
საგულდაგულოდ შერჩეული, საკოლექციო ღვინოები ლიმიტირებული რაოდენობით გამოვა. თითოეული ღვინის ბოთლი გაგვაცნობს მეღვინეს და მის ისტორიას მოგვითხრობს.