თამარ უროტაძე
იმერეთი
![თამარ უროტაძე](https://telianicollection.com/storage/2020/11/P3520302-scaled.jpg)
თამარ უროტაძე
იმერეთი
პროფესიით ინჟინერმა, თამარ უროტაძემ ღვინის დაყენება ოჯახთან ერთად დაიწყო. დროთა განმავლობაში მან ჰობი პროფესიად აქცია და 6 განსხვავებული, ქართული ჯიშის ყურძნისაგან ქვევრის ღვინოს აყენებს. ამჟამად თამარი იმერთში, თერჯოლაში ცხოვრობს, სადაც მეღვინეობა სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი წამყვანი დარგია. ის ფიქრობს რომ პროექტი „თელიანი ქოლექშენი“ მეღვინეებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა, რათა საკუთარი ღვინოები მსოფლიოს ღვინის მოყვარულებსა და ენთუზიასტებს გააცნონ.