ღვინო
თეთრი ბლენდი 2021, რაჭა

ეს ღია ჩალისფერი ღვინო ილია ჭელიძემ რაჭაში მოწეული რაჭული მწვანესა და კრახუნას ჯიშის ყურძნისაგან, კლასიკური მეთოდით დაამზადა. ციტრუსის ხალისიანი არომატებით მდიდარი ღვინო, ჰარმონიული და დაბალანსებულია. ილიამ მევენახეობა-მეღვინეობას 2013 წლიდან მიჰყო ხელი. რაჭაში, ამბროლაურის რაიონში საკუთარი ვენახი გააშენა, სადაც რაჭული იშვიათი ჯიშის ყურძენი მოყავს.
- თეთრი მშრალი
- 2021
- Alc. 12.2%
- Batch No: 1068