ღვინო
კახური მწვანე

ღია ქარვისფერი ქვევრის ღვინო “კახური მწვანე” მანავიდან. კახეთის ამ ტერუარის მრავალფეროვანი ნიადაგი და ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულში გარდამავალი კლიმატი კახური მწვანეს ჯიშური თავისებურებების გამოსავლენად საუკეთესო პირობებს ქმნის. ეს სხეულიანი ღვინო, სასიამოვნო ტანინებით, მწიფე ხილისა და ჯემის არომატებით, პროფესიით სამართალმცოდნე დათა ბეზარაშვილმა საკუთარ საოჯახო მარანში დააყენა.
- ქარვისფერი მშრალი
- 2023
- Alc. 12%
- Batch No: 600