ღვინო
ქისი

მუქი ჩალისფერი ქვევრის ღვინო „ქისი“ ახმეტიდან. კახეთის ეს ტერუარი განსაკუთრებულია ქისისთვის. ტყის პირას გაშენებული ვენახი, ზომიერად ტენიანი, გრილი კლიმატი და კარბონატული ნიადაგი ამ ყურძნის ჯიშის უნიკალურ მახასიათებლებს ავლენს. ღვინო გამოირჩევა მკვეთრად გამოხატული ყვითელი ხილის, ციტრუსის, თაფლისა და მინდვრის ყვავილების მდიდარი არომატებით, რომელიც ახალგაზრდა მევენახემ დავით ფიცხელაურმა კახეთში, ახმეტის მევენახეობის მიკროზონაში, საკუთარ ვენახში მოწეული ქისისგან ოჯახურ მარანში დააყენა.
- ქარვისფერი მშრალი
- 2022
- Alc. 13.6%
- Batch No: 570