Logo
footer illustration

ღვინის ხალხი

კოლექცია III

“თელიანი ველმა” და არტიზან მეღვინეებმა ძალები გააერთანეს, რათა მსოფლიოს რჩეული და იშვიათი ღვინოები გააცნონ.

 

“თელიანი ქოლექშენი” მცირე მარნებისა და უცნობი მეღვინეების საინტერესო ღვინოებს ერთი ბრენდის – “ღვინის ხალხის” ქვეშ აერთიანებს.

 

“ღვინის ხალხის” თითოეული ბოთლი გვაცნობს მეღვინეს და გვიყვება მის ისტორიას.

 

მესამე კოლექციაში, საქართველოს სხვა და სხვა მეღვინეობის რეგიონში მოწეული იშვიათი, ქართული ჯიშის ყურძნისგან დაყენებულ ღვინოებს შეხვდებით.

 

საქართველოში 500-ზე მეტი ყურძნის ენდემური სახეობაა გავრცელებული, მათი დიდი ნაწილი მივიწყებულია და იშვიათად თუ აღმოაჩენთ საოჯახო მარნების ვენახებში.

 

ღვინის ხალხის მესამე კოლექცია „იშვიათი ქართული“  მივიწყებული საღვინე ყურძნის ჯიშების აღდგენას და ღვინის მოყვარულებისთვის მათ გაცნობას ემსახურება.

ღვინის ხალხი

ღვინო